geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დაარსებიდან 85 წლისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი 2026 წლის 5 ივნისს გამართავს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დაარსებიდან 85 წლისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციას.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 2026 წლის 5 მაისამდე თეზისები უნდა გამოგზავნონ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: ekaterine.navrozashvili@tsu.ge

კონფერენციაში მონაწილეობის ფორმატი: დასწრებული (მოხსენება).

კონფერენციის ჩატარების ადგილი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო.

სამუშაო ენა: ქართული

საკონტაქტო პირი:

თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი, ასოც. პროფესორი ეკატერინე ნავროზაშვილი, თსუ, I კორპუსი, ოთახი 204.

თეზისების გაფორმების წესი:

გაერთიანებულ დოკუმენტში  (MS Word) გთხოვთ  შეიტანოთ შემდეგი მონაცემები:

 

1. ავტორის სახელი და გვარი ქართულად და ინგლისურად;
2. თეზისების სათაური ქართულად და ინგლისურად;
3. ორგანიზაციის დასახელება ქართულად და ინგლისურად;
4. ფაკულტეტის დასახელება ქართულად და ინგლისურად;
5. თეზისების ძირითადი ტექსტი   (MS Word-ით ) ქართულად და ინგლისურად;
6. 3-5  საკვანძო სიტყვა ქართულად და ინგლისურად; 
7. ფორმატი — A4 
8. შრიფტი —  UNICODE (Sylfaen) 
9. თეზისების /სტატიის ძირითადი ტექსტი დაიწყეთ მომდევნო,  ახალი გვერდიდან,  12 ზომის შრიფტით.

10. ფოტოების და სხვა გრაფიკული გამოსახულების კომპიუტერული
ვარიანტი შესრულებული უნდა იყოს JPG ფორმატში.
11. თეზისის მოცულობა:  300-300 სიტყვა ქართულად და ინგლისურად.
12. თავფურცელი გააფორმეთ  შემდეგი თანმიმდევრობით:


· ავტორ(ებ)ი — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;
· სათაური — 12 ზომის შრიფტით ცენტრში; 
· ორგანიზაცია, მაგ., ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტი — 12 ზომის შრიფტით ცენტრში; 
· ფაკულტეტის დასახელება — 12 ზომის შრიფტით ცენტრში; 
· საკვანძო სიტყვები;
· თეზისების ძირითადი ტექსტი.

თარიღი: 11/03/2026